საზ. მეც.V-VI.13.

V კლასი, VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.

ინდიკატორები

  • აჯგუფებს ერთი მასალისგან დამზადებულ ნივთებს (მაგ., თიხისგან მზადდება ქოთანიც და აგურიც);
  • გამოსახავს რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (მაგ. ხორბალი-ფქვილი-პურ-ფუნთუშეულობა);
  • მსჯელობს საქართველოს/მისი რომელიმე რეგიონის ზედაპირული წყლების მრავალფეროვნებაზე, მათ მნიშვნელობაზე. მსჯელობის შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
  • მსჯელობს წყლის რესურსის რაციონალურ გამოყენებაზე და დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
  • ასახელებს ტყის გამოყენების განსხვავებულ სახეებს;
  • გამოყოფს ტყით სარგებლობის გარემოსათვის უსაფრთხო ფორმებს;
  • ადგენს მოხმარების საგნებს, რომელთა მეორადი გადამუშავებაა შესაძლებელი.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები