ეროვნული სასწავლო გეგმა

" სწალაში ირიადი მნივნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსიმქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზვრული მიმართულებით მოსწავლის ალების განვითარებას ". - დიმიტრი უზნაძე

სკოლამდელი განათლება

ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა

ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად

ვებ პორტალი

ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:

ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. 

ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.

გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.

დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).

ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. 

 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №40/ნ ბრძანებით 2016 წელს დამტკიცდა 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), რომლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური) 2018-2024 

დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება 2018-2019 სასწავლო წლიდან.

 

ასევე, მომზადებულია საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის განსახილველი ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024

 

სიახლეები

ყველას ნახვა
ესტონელი ექსპერტების ვიზიტი ქვახვრელის საჯარო სკოლაში
20.11.14

ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელის საჯარო სკოლასაც ეწვივნენ.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია ესტონელი ექსპერტების ხელშეწყობით
20.11.14

დღეს, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს.

„ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში“
12.11.14

პროგრამის „ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 10 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პროგრამის ,,ნესტლე ჯანმრთელი ბავშვებიგლობალური პროგრამა საქართველოში” მიზნების, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, კომპანია „ნესტლეს“, საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციიs წარმომადგენლები, პროგრამაში მონაწილე თბილისის საპილოტე სკოლების დირექტორები.

პროგრამა ,,ნესტლე ჯანმრთელი ბავშვები გლობალური პროგრამა საქართველოში”, პროექტი ,,საუბრები ჯანსაღ კვებაზე’’ მიმდინარეობს საქართველოში 2011 წლიდან.

პროგრამის განმახორციელებლები არიან: საქართელოში კომპანია ნესტლეს წარმომადგენლობა და მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაცია. Pპროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია საგანმანათლებლო ღონისძიებების მეშვეობით, სასკოლო ასაკის ბავშვების კვების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება. პედაგოგების, ბავშვებისა და მშობლების ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი პრინციპების, განსაკუთრბით კი ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ. 
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი მასალა:

  • სახელმძღვანელო II კლასის მოსწავლეებისთვის
  • მეთოდური სახელმძღვანელო II და III კლასის დამრიგებლებისთვის
  • სავარჯიშო რვეული III კლასის მოსწავლეებისთვის
  • ვიზუალური მასალა მშობლებისთვის და ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგეს პროექტის ფარგლებში შემუშავებელი მასალა, აგრეთვე 2013-2014 საწავლო წელს პროგრამაში მონაწილე სკოლებში განხორციელებული კვლევის მონაცემებისა და აღნიშნული მონაცემების შედარებითი ანალიზი საკონტროლო ჯგუფის მონაცემებთან.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ძირითადი ჯგუფის II, III, და IV კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა (720 ბენეფიციარი), ასევე საკონტროლო ჯგუფის II კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა (240 ბენეფიციარი), სულ 960 ბენეფიციარი.

კვლევის შედეგები აღნიშნული პროგრამის ეფექტურობის სასარგებლოდ მეტყველებს და დღის წესრიგში აყენებს პროგრამის უწყვეტად განხორციელების აუცილებლობას.

ფონდ INNOVE-ს ესტონელი ექსპერტების ვიზიტი -10-16 ნოემბერი
12.11.14

2014 წლის 10-16 ნოემბერს, დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის ფარგლებში, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ესტონელ საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს. სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ორი მიმართულებით: არსებული სტანდარტების განხილვა საგნობრივად, ესტონური გამოცდილების გაზიარება.

ესგ-ს რევიზია - შეხვედრა თბილისის კერძო სკოლების დირექტორებთან
12.11.14

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. საინტერესო დისკუსია გაიმართა ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული ნაწილის რევიზიასთან დაკავშირებით.

ესგ-ს რევიზია - ფოკუს-ჯგუფი V-VI კლასების პედაგოგებთან
12.11.14

გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი. ექსპერტებმა V-VI კლასების პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.