არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს სამხედრო მოქმედებების სახეობებზე.

ინდიკატორები

  • მსჯელობს საქართველოში არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების ფუნქციების შესახებ;
  • იცნობს ძველი და ახალი ქართული თავდაცვითი სისტემების აღმნიშვნელ ტერმინოლოგიას;
  • ესმის საფორტიფიკაციო ნაგებობების სტრატეგიული მნიშვნელობა;
  • მსჯელობს თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის ტექნიკის შესახებ გეოგრაფიული გარემოსა და ეპოქების გათვალისწინებით;
  • აანალიზებს საფორტიფიკაციო ნაგებობის როლს ქვეყნის თავდაცვის საქმეში;
  • მსჯელობს საქართველოში არსებულ სასაზღვრო სისტემაზე (მენაპირეთა ინსტიტუტზე, ჩრდილოეთის ბუნებრივი საზღვრის მნიშვნელობაზე, იქ არსებულ ციხე–სიმაგრეთა სისტემაზე);
  • იცნობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე თავდაცვის სისტემებს;
  • ადარებს მსოფლიოში არსებულ თავდაცვით სისტემებთან ქართულ თავდაცვით სისტემას;
  • მსჯელობს საკუთარ ქვეყანაში თავდაცვითი სისტემების ცვლილებების განვითარების მიზეზებსა და შედეგებზე.

 

რესურსები