არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს საქართველოში არსებულ თავდაცვით სისტემებზე.

ინდიკატორები

  • მსჯელობს  საბრძოლო იარაღის ევოლუციის გამომწვევ მიზეზებზე;
  • აღწერს და მსჯელობს მსოფლიოში არსებულ თანამედროვე განადგურების საშუალებებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე;
  • აღწერს სხვადასხვა ეპოქის ქართული ჯარის შეიარაღებას, ადარებს მას მისთვის ცნობილ  სხვა ქვეყნების საბრძოლო შენაერთების შეიარაღებას;
  • იცნობს სხვადასხვა ტიპის ძველი ქართული იარაღის დასახელებებს;
  • განასხვავებს საბრძოლო იარაღებს შესაბამისი ეპოქების მიხედვით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას (ფოტო/ვიდეო/ელექტრორესურსები) ქართული საბრძოლო იარაღის შესახებ;
  • აანალიზებს ბრძოლაში სამხედრო შეიარაღების როლს, როგორც წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს;
  • აანალიზებს ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენის როლსა და მნიშვნელობას სამხედრო ხელოვნების ევოლუციის პროცესში როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში;
  • იცნობს საქართველოს შეიარაღების არსენალში შემავალ სამხედრო და ტექნიკურ საშუალებებს.

რესურსები