არჩ.სამხ.ისტ.ეროვნ.თავდ. X-XII. 4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული საბრძოლო იარაღის ევოლუციის შესახებ.

ინდიკატორები

  • წარსულისა და აწმყოს პერსპექტივიდან მსჯელობს მსოფლიოში არსებულ წარმატებულ სამხედრო შენაერთებზე და მათი წარმატების მიზეზებზე;
  • მსჯელობს ქართული სამხედრო უწყების (მაგალითად, ამირსპასალარის  ინსტიტუტი, სადროშოთა სისტემა და ა.შ.) შესახებ;
  • განასხვავებს კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული ჯარის სახეობებს, განსაზღვრავს მათ სამხედრო პოტენციალს (მაგ.: „როქის სპა“, სახალხო ლაშქარი და თამანედროვე რეგულარული არმია);
  • განასხვავებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ქართული ჯარის შეკრების წესსა და მოლაშქრეთა სოციალურ სტატუსს;
  • მსჯელობს  სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ქართული ჯარის საბრძოლო წყობის შესახებ;
  • შეუძლია იმსჯელოს სახელმწიფოებრივი, სამხედრო და საერთაშორისო ორგანიზაციების  სიმბოლიკის შესახებ;
  • შეუძლია იმსჯელოს  ქართული სახელმწიფოებრივი და სამხედრო სიმბოლიკის შესახებ.

 

რესურსები