ქ.მ.XII.22.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, ჟესტიკულაცია და სხვა);
  • ტექსტის შინაარსის შესაბამისად მნიშვნელოვან აზრს/პოზიციას წარმოთქვამს ნელა და ხმამაღლა, დამარცვლით, ლოგიკური მახვილის გამოყენებით და ა.შ.;
  • აუდიტორიასთან ამყარებს კონტაქტს (მაგ., მხედველობითი კონტაქტი; ერთი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასვლამდე აკეებს პაუზას და ინტერესდება, აქვთ თუ არა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით);
    • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
    • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
    • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
    • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმე საგანს, ან მიუთითებს, რაში გამოიყენება და სხვა);
    • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
    • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას, ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.

რესურსები