ქ.მ.XII.16.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

ინდიკატორები

  • მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის შესაფერის სტილსა და ფორმას;
  • იყენებს სხვადასხვა ჟანრისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ელემენტებს და იცავს მათთვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  • სათანადოდ იყენებს ერთი ტექსტის ფარგლებში ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას, როცა ერთმანეთს ენაცვლება თხრობა, მსჯელობა, აღწერა;
  • ადეკვატურად იყენებს თხრობითი, მსჯელობითი და აღწერითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს და ამ კონსტრუქციების კავშირებს;
  • აღწერა-დახასიათებისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და  სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმები, ანტონიმები);
  • კონტექსტის მიხედვით სათანადოდ იყენებს მისთვის კარგად ნაცნობ მყარ შესიტყვებებსა და ფიგურალურ გამოთქმებს (მაგ., იდიომები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა);
  • შუალობითი კონტაქტის გამოსახატავად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ., სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს: ...-ის თხოვნით / სურვილით /ბრძანებით/იძულებით; ზმნის შესაბამის ფორმას: აწერინებს, აცვლევინებს);
  • სწორად განსაზღვრავს და სათანადო ბრუნვის ფორმით წარმოადგენს სუბიექტ-ობიექტებს შუალობითი კონტაქტის შემცველ ზმნურ კონსტრუქციაში (მაგ., კაცმა ააშენებინა მშენებელს სახლი);
  • იცავს რთული ქვეწყობილი წინადადების სტრუქტურას (მაგ., დამოკიდებული წინადადების ადგილს განსაზღვრავს მისი ფუნქციის გათვალისწინებით: იმის მიხედვით, როგორია დროული მიმართება მთავარსა და დამოკიდებულში გადმოცემულ მოვლენებს შორის; საკავშირებელი სიტყვების გათვალისწინებით და სხვა);
  • შესაბამისი ინტონაციისა და აზრობრივი აქცენტის გადმოსაცემად  სათანადოდ იყენებს კითხვა-ძახილის ნიშანსა და მრავალწერტილს;
  • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები