ქ.მ.XI.22.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
  • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
  • სიტყვის დავიწყების/არ ცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება; აღწერს ნაგულისხმევ საგანს, ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
  • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.

რესურსები