ქ.მ.XI.17.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე შედეგის გასაუმჯობესებლად (მოსამზადებელი სამუშაო, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით,  მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას;
  • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
  • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოთვლის ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
  • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  • წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
  • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილება -  ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
  • პოტენციური მკითხველის თვალით აფასებს, რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
  • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია. შესაბამისად, ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს;
  • აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
  • ნაწერს გადაათეთრებს;
  • იხსენებს სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები; 
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.

 

რესურსები