ქ.მ.XI.1.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ აქტუალურ თემაზე, პრობლემაზე არგუმენ-ტირებული მსჯელობის მოსმენა და გაგება.

 

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს მსჯელობის/დისკუსიის თემას;
  • ამოიცნობს დისკუსიის თემასთან დაკავშირებით მონაწილეთა მიერ     გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებს;
  • კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით გამოკვეთს მონაწილეთა   დამოკიდებულებას, შეფასებასა და შესაბამის  განმარტებებს; 
  • აფასებს, რამდენად შეესაბამება მოსაზრებები და სათანადო განმარტებები ერთმანეთს; 
  • ამოიცნობს არგუმენტებს და აფასებს, რამდენად დამაჯერებელია და ეფექტური არგუმენტაცია;
  • ალაგებს მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (მაგ., რამდენი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა; ვინ იზიარებს ამა თუ იმ მოსაზრებას და სხვა);
  • გამოაქვს ადეკვატური დასკვნა. 

რესურსები