ქ.მ.X.17.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ისაუბროს მისთვის საინტერესო თემებზე.

ინდიკატორები

  • მკაფიოდ აყალიბებს გამოსვლის მიზანს, გამოკვეთს თემას;
  • თანამიმდევრულად ავითარებს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას წარმოდგენილი თემის შესახებ;
  • საკუთარ პოზიციას ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით (მაგ., მოჰყავს ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი ან სხვისი  გამოცდილებიდან; ეყრდნობა სტატIჩთიკურ მონაცემებს, ინტერვიუს და სხვა);
  • მოვლენების გადმოცემისას გამოკვეთს და დაწვრილებით აღწერს მისთვის საინტერესო დეტალებს;
  • გამოხატავს საკუთარ ან სხვის ემოციებსა და განწყობილებებს;
  • ძირითადი თემის გასაშლელად შემოაქვს დამატებითი ინფორმაციები;
  • განმარტავს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს;
  • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
  • დამატებით იყენებს  სხვადასხვა თვალსაჩინოებას (ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა).

რესურსები