ქ.მ.X.1.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია კომპლექსური შინაარსის სხვადასხვა ტიპის აუდიო/ვიდეო ჩანაწერის (საინფორმაციო, შემეცნებითი, გასართობი ხასიათის ტელე-რადიოგადაცემები და სხვა) მოსმენა და გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
  • ამოიცნობს გადაცემის მიზანს (რას ემსახურება: მსმენელის ინფორმირება, გართობა, კრიტიკა, გამოხმაურება და სხვა) და ადრესატს (ვIჩთვის არის განკუთვნილი);
  • იგებს გადაცემის შინაარსს;
  • ამოიცნობს წამყვანის/მონაწილეების მიერ გამოთქმულ პოზიციებს, თვალსაზრისებსა და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან;
  • ამოიცნობს არგუმენტებს და აფასებს, რამდენად დამაჯერებელია და ეფექტური არგუმენტაცია;
  • ამოიცნობს მონაწილეთა განწყობილებებსა და ემოციებს;
  • მოვლენებს შორის ამოიცნობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან;

რესურსები