ქ.მ.X. 6.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის გაგება.

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს, რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი;
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ დეტალებს და სხვა);
  • ამოიცნობს პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენის პირდაპირ (ავტორისეული დახასიათება) და არაპირდაპირ (პერსონაჟის საქციელი, მისი ფიქრები/განცდები...) ხერხებს;
  • გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
  • თხრობითი ხასიათის ნაწარმოებში გამოკვეთს მოვლენათა თანამიმდევრულობას; ამოიცნობს ამბის დასაწყისსა და დასასრულს შორის ლოგიკურ კავშირებს;
  • განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი კონფლიქტის/პრობლემის/ამბის ინტერპრეტაციას;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას/პოზიციას ტექსტში ასახულ კონფლიქტთან/პრობლემასთან/მოვლენასთან დაკავშირებით და ასაბუთებს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

რესურსები