ქ.მ.VIII.7.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
ინდიკატორები
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება;
- აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი და რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
- განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი ნათქვამი (პირდაპირი - ზმნა/ირიბი - სხვათა სიტყვის -მეთქი, -ო);
- ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);