ქ.მ.VIII.22.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., ICT-ის გამოყენებით ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიული ცნობარი/შტრიხები პორტრეტისათვის შედგენა; ვიქტორინის, აქციის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას. 

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • ინფორმაციის მოძიების, შერჩევის, თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე სხვებს უწევს კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
  • აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

რესურსები