ქ.მ.VIII.17.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად.

ინდიკატორები

  • მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (ლექსიკონი, ნიმუში, გრამატიკული ცნობარი და სხვა);
  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
  • ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას;
  • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
  • საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (ლექსიკური ერთეულები, კლიშეები, გრამატიკული ფორმები და სხვა);
  • წერს შავ ვარიანტს;
  • გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
  • ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და, გარკვეულწილად, შეაფერხოს კომუნიკაცია - ამოიღებს ან ამატებს სიტყვას/წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
  • ათეთრებს ნაწერს.

                   

რესურსები