ქ.მ.VIII.16.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ინდიკატორები

  • კონტექსტის მიხედვით იყენებს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებს (მოტკბო - ტკბილი - უტკბესი);
  • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას (მაგ., მარტივი: ქვასავით გული; გავრცობილი: ისე - როგორც, ისეთი - როგორიც და სხვა);
  • სათანადოდ იყენებს I და II ობიექტური პირისა და რიცხვის ნიშნებს შესაბამის პირთა კომბინაციის დროს ვინიან ზმნებთან (მაგ., ის მწერს მე  / ის გწერს შენ; მე გხატავ შენ / შენ მხატავ მე);
  • კონტექსტის მიხედვით წარსულში შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს შესაბამისი მწკრივის ფორმით (მაგ.,  წყვეტილი, უწყვეტელი, ხოლმეობითი, I თურმეობითი  = დაწერა, წერდა, დაწერდა, დაუწერია);
  • სწორად აფორმებს პირდაპირ და ირიბ ნათქვამს შესაბამის სიტუაციებში;
  • გადააკეთებს პირდაპირ ნათქვამს ირიბად და პირიქით;
    • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები