ქ.მ.VIII.13.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების წერა.

ინდიკატორები

ა) შეუძლია ბიოგრაფიული ცნობარის, ბიოგრაფიის წერა.                 

  • კონკრეტული პირობის/მოდელის მიხედვით წერს შესაბამის ტექსტს (მაგ., მოცემული ბიოგრაფიის მიხედვით ბიოგრაფიული ცნობარის დაწერა; საკუთარი ან სხვისი ბიოგრაფიის დაწერა);
  • მიუთითებს დაბადების თარიღსა და ადგილს;
  • თანამიმდევრულად გადმოსცემს ცხოვრების ეტაპებს;
  • გამოკვეთს მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ფაქტებს, დეტალებს.

 

ბ) შეუძლია პორტრეტის  (საკუთარი ან მეგობრის, ცნობილი ადამიანის და სხვა) შექმნა.                  

  • დაწვრილებით აღწერს მის გარეგნობას;
  • ახასიათებს, როგორია შინაგანად და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები მისი პირადი ცხოვრებიდან, ქცევებიდან;
  • აღწერს მის განცდებს, ემოციებს, ფიქრებს;
  • მიუთითებს მის საქმიანობაზე;
  • გამოკვეთს მის ინტერესებს, გატაცებებს, სურვილებს;

რესურსები