ქ.მ.VIII.11.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყო-ბად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ინდიკატორები

ა) შეუძლია მიმართოს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.

  • მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს, განსაზღვრავს ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს,  გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე დაყრდნობით  (სათაური, ქვესათაური, ილუსტრაცია, საკვანო სიტყვა, აბზაცების დასაწყისი, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები და სხვა);
  • გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე, ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.

 

ბ) შეუძლია მიმართოს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.

  • ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
  • შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (კონტექსტი, ქართულში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები, სიტყვის ნაცნობი ფუძე და სხვა) დაყრდნობით;
  • უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
  • საჭიროების შემთხვევაში, ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს.

 

გ) შეუძლია მიმართოს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.

  • თვალს გადავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს თავIჩთვის საჭირო ინფორმაციას.

რესურსები