ქ.მ.VIII.10.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.
ინდიკატორები
- წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
- ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
- სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
- შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
- კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
- მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.