ქ.მ.VII.7.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.

ინდიკატორები

  • აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას  (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
  • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისაგან /თვალსაზრისისაგან;
  • განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და რა მარკერები გამოიყენება ამისათვის (მაგ., დროის - მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ; ადგილის - შორს, ამ მთის იქით, პატარა სოფელში; მოვლენათა თანმიმდევრობის - მაშინ, შემდეგ, ბოლოს და სხვა);
  • შესაბამის მწკრივის ფორმაზე (წყვეტილი/უწყვეტელი) დაყრდნობით განარჩევს შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას წარსულში (მოქმედების პროცესი და შედეგი, განმეორებადობა, სიხშირე).

რესურსები