ქ.მ.VII.3.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა.

ინდიკატორები

  • ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან, რჩევას ბრძანებისაგან და სხვა;
  • ამოიცნობს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
  • შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ ფორმულებზე დაყრდნობით

ამოიცნობს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ (მაგ., მეც ასე მგონია/ვფიქრობ და სხვა);

  • ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნისწინები, ადგილის ზმნიზედები, თანდებულები და სხვა);
  • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
  • ამოიცნობს შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამომხატველ მარკერებს (მაგ., სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, აკრძალვა: შეგიძლია/იქნებ/უნდა/არ  + გააკეთო).

რესურსები