ქ.მ.VII.17.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. 

ინდიკატორები

  • სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
  • სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე;
  • ახერხებს ტელეფონით საუბარს ყოველდღიურ თემებზე;
  • მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა ქუჩაში, მარშრუტის ახსნა, ტელეფონით კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და სხვა);
  • ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას;
  • გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
  • აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს;
  • პერსონაჟების მიმართ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას;
  • ქართულ ენაზე მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით.

რესურსები