ქ.მ.VII.15.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა,  გამომუშავებული აქვს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენების უნარი.         

ინდიკატორები

  • იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., კორესპონდენციის ფორმალური მხარე; სარეკლამო ხასიათის ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, ლოგოები, წარწერები, ილუსტრაციები, სქემები, ძირითადი ტექსტის განლაგება, ტიპოგრაფიული მახასიათებლები; დღიურის ფორმალური მხარე და სხვა);
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
  • ადამიანების/საგნების შესადარებლად იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს (...-თან შედარებით უფრო ...-ია / უფრო მეტად/ნაკლებად და სხვა; ისე + ზმნა + როგორც /  ისეთი + ზედსართავი სახელი, როგორიც);
  • იყენებს თანდებულიან ბრუნვებს შესაბამისი ფუნქციით (მაგ., გამო თანდებულიან ნათესაობითს მიზეზის გამოსახატავად: სიშორის გამო და სხვა);
  • მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისა და ხოლმეობითის ფორმებით;
  • სწორად იყენებს არ და ნუ ნაწილაკებთან ერთად შესაბამისი მწკრივის ფორმებს;
  • ადეკვატურად იყენებს განსხვავებული მოდალობების გამომხატველ ფორმებს (უნდა, ნეტავ და სხვა);
    • სწორად ხმარობს სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვის ფორმებს ნასწავლ რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში;
    • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს.

რესურსები