ქ.მ.VII. 22.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., გამოფენის მოწყობა, სკოლის/კლასის ჟურნალის, კლასის ვებგვერდია შექმნა  და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას.
  • პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთან გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
  • აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

რესურსები