ქ.მ.VII. 11.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.

ინდიკატორები

  • მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და იძლევა შესაბამის შეფასებას თემისა და რესპონდენტის გათვალისწინებით;
  • წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით ადგენს მცირე ზომის სარეკლამო ტექსტებს (რეკლამა, აფიშა);
  • განსაზღვრავს სარეკლამო ტექსტის მიზანს, ტექსტის ფორმატსა და ადრესატს და იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს (მაგ. რატომ უნდა უყუროს ამა თუ იმ გადაემას, ფილმს  და სხვა);
  • მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., თარიღი, ფასი, ადგილი, პირობები და სხვა);
  • ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს;
  • ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (მიუთითებს გადაცემის თემას, სიუჟეტს და ურთავს შეფასებას).

რესურსები