ქ.მ.VI.24.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ინდიკატორები

  • ინტერაქციის წარმართვისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს (მაგ.; თუ შეიძლება, სთხოვეთ/მითხარით/დამეხმარეთ და სხვა);
  • ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (პირველად, ჯერ, ბოლოს, დასასრულს);
    • მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
  • სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით (ეს/ის) და კითხვით (რომელი თუ როგორი) ნაცვალსახელებს;
    • სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს კითხვით ნაცვალსახელებსა და კითხვით სიტყვებს (ვინ? რა? რამდენი? მერამდენე? როგორი? ვისი? რისი? როდის? როგორ?);
    • მართებულად იყენებს შესაბამის ფორმულებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., შეფასება/დამოკიდებულების გამოსახატავად: მიყვარს/მომწონს + საწყისი; ჩემი აზრით; მე ვფიქრობ, რომ და სხვა);
  • დროსა და სივრცეში ორიენტაციას გამოხატავს სხვადასხვა ენობრივი საშუალებით (ზმნიზედა; ზმნა: ზმნისწინი, მწკრივის ფორმები; სათანადო სიტყვათშეხამებანი: ქუჩის დასაწყისში/ბოლოს... გადახვალ ქუჩაზე, წახვალ ქუჩით, გადაკვეთ ქუჩას და სხვა);
  • მომავალი დროის გამოსახატავად კონტექსტის მიხედვით იყენებს მყოფადისა და II კავშირებითისფორმებს.
    • კონტექსტის მიხედვით სწორად იყენებს ზმნის სათანადო ფორმებს (მაგ., აკეთებს / გააკეთა / გააკეთებს);
    • იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
    • სასაუბრო თემებისათვის იყენებს სათანადო ლექსიკას;
    • სწორად იყენებს ქართულისათვის დამახასიათებელ ინტონაციას (მაგ., განცდების გამოსახატავად, სასვენი ნიშნების ფუნქციით).

რესურსები