ქ.მ.VI.21.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • საჭირო ინფორმაციას მოიძიებს სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, საგაზეთო სტატია და სხვა);
  • მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
  • არჩევს გზამკვლევის რუბრიკებს;
  • ადგენს შესასრულებელი მასალის სამუშაო გეგმას;
  • სამუშაოს დაწყებამდე თავს უყრის საჭირო ენობრივ რესურსებს (ლექსიკური თუ გრამატიკული მასალა, ნიმუშები, ენობრივი კონსტრუქციები და სხვა);
  • წერს შავ ვარიანტს;
  • აკითხებს თანაკლასელს, ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
  • გადაიკითხავს ნაწერს მისი გასწორების მიზნით (ასწორებს ენობრივ შეცდომებს, აუმჯობესებს დიზაინს - სიტყვიერი და არასიტყვიერი მაორგანიზებელი ელემენტების განლაგებას).

რესურსები