ქ.მ.VI.19.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტის დაწერა.
ინდიკატორები
- შეარჩევს თემას (მაგ., ციური სხეულები, ქვეყნები და ქალაქები და სხვა);
- აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციებს მის შესახებ;
- განსაზღვრავს რუბრიკებს;
- ქმნის ტექსტებს და ილუსტრაციებს თითოეული რუბრიკისათვის (ნახატი, ფოტო, სქემა და სხვა);
- წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის სტრუქტურულ ორგანიზებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.