ქ.მ.VI.13.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები /მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსტრაცია, ლოგო და სხვა);
  • პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
  • სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ადგილებს;
  • კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
  • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად წაიკითხავს ტექსტს, ეძებს შესაბამისს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, თავების/პარაგრაფების სათაურებს, კითხულობს აბზაცების პირველ წინადადებებს;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • სარგებლობს საბავშვო ბიბლიოთეკის ანბანური და თემატური კატალოგებით – იგებს და იყენებს ბიბლიოთეკის კატალოგებსა და ბარათებზე განთავსებულ ინფორმაციას (ავტორი, სათაური, გვერდების რაოდენობა), ამოიცნობს და მოიძიებს, ძირითად, საბავშვო სერიულ გამოცემებს;
  • მარტივი ენით აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური.

რესურსები