ქ.მ.VI. 26.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., სადღესასწაულო სუფრისმოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
ინდიკატორები
- გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
- გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ და აუმჯობესებენ;
- გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
- პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
- ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდები ერთმანეთს უწევენ კონსულტაციას გამოყენებულ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
- გუნდის წევრებთან ერთად შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.