ქ.მ.V.25.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., კულინარული რეცეპტების კრებული, მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.  

ინდიკატორები

  • გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • ინფორმაციის მოძიების, შერჩევისა თუ დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლისაგან იღებს კონსულტაციას გამოსაყენებელ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
  • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

რესურსები