ქ.მ.V.16.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
ინდიკატორები
- მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., წერს პერსონაჟის საპირისპირო დახასიათებას);
- ასრულებს ამბავს, ან ცვლის დასასრულს საკუთარი წარმოსახვით, ილუსტრაციაზე დაყრდნობით და სხვა;
- ადგენს წარწერებს ილუსტრაციებისათვის;
- ნიმუშის ან მოცემული პირობის მიხედვით წერს აღწერით ტექსტს (მაგ., მეგობრის, საცხოვრებელი ადგილის, ნივთის, ცხოველის აღწერა).