ქ.მ.V.15.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის მარტივი ენით წერა.

ინდიკატორები

ა) წერს ღია ბარათს.

  • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, თარიღი);
  • აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (მილოცვა, ამბის შეტყობინება, დაპატიჟება);
  • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/გამომშვიდობების სათანადო ფორმულებს.

 

ბ) წერს პირად წერილს.

  • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს;
  • ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და მისალმება/დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
  • გამოკვეთს მიზანს;
  • თანამიმდევრობით გადმოსცებს ფაქტებს, მოვლენებს;
  • აღწერს ადამიანებს, საგნებს;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
  • გამოხატავს გრძნობებსა და სურვილებს.

რესურსები