ქ.მ.V.10.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა. 

ინდიკატორები

  • ამოიცნობს და ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (სათაურები, რუბრიკები, ილუსტრაციები, სქემები, ისრები, ლოგოები, წარწერები, სვეტები, ტიპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა);
  • სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ტიპის ტექსტებს და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომელი მათგანი უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
  • განარჩევს სხვადასხვა ტიპის ტექსტს მათ სტრუქტურულ,  ორგანიზაციულ მახასიათებლებზე დაკვირვებით  (მაგ., მოთხრობას, ზღაპარს ლექსისგან, პირადი წერილისგან); ასახელებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., შემეცნებით ტექსტებში - სათაურები, რუბრიკები, წარწერები, ილუსტრაციები და სხვა);
  • ამოიცნობს და ასახელებს ლიტერატურული ზღაპრისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, თავისებურებებს (მაგ., ავტორი, ზღაპრული ელემენტები, ენობრივი ფორმულები - იყო და არა იყო რა; ჭირი იქა, ლხინი აქა; გადაიარა ცხრა მთა და ცხრა ზღვა და სხვა);                                                                                                               
  • ამოიცნობს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ ნიშნებს (მაგ., მხატვრულ ტექსტში ზმნების ჭარბი გამოყენება, ამბის/მოვლენების განვითარების გამოხატვის შესაბამისი მარკერები, პირდაპირი ნათქვამი, ავტორისეული მეტყველება და სხვა;  კორესპონდენციაში -  მისალმება/დამშვიდობებისა და მიმართვის ფორმულებს და სხვა);
  • ამოიცნობს აღწერითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ ნიშნებს (მაგ., ზედსართავი სახელების ჭარბი გამოყენება, ზმნების ძირითადად ერთი დროის ფორმით ხმარება და სხვა);
  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მოკითხვის, მილოცვის, დაპატიჟების და სხვა);
  • ამოიცნობს სასვენი ნიშნების ფუნქციას (მაგ., ორი წერტილი, ტირე).

რესურსები