ქ.მ.V.1.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია დიალოგის, ინტერვიუგაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს სასაუბრო თემას/საკითხებს;
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
  • ინტონაციაზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (მაგ., ინტონაციის მიხედვით განარჩევს შეკითხვას თხოვნისაგან და სხვა);
  • ამოკრებს საუბრიდან კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
  • რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი ხასიათი, დამოკიდებულებები, გატაცებები, საქმიანობები, გეგმები და სხვა);
  • განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმებს.
  • ამოიცნობს მოტივს, რომლითაც აიხსნება ესა თუ ის დამოკიდებულება (მაგ., რატომ მოსწონს/არ მოსწონს; უნდა/არ უნდა);

რესურსები