ქ.მ.IX.3.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ძირითადი ენობრივი მახასიათებლები.
ინდიკატორები
- ამოიცნობს შეფასება/დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსაუბრის დამოკიდებულებას საუბრის თემის მიმართ (მაგ., მომხრე ვარ იმისა, რომ; ვიზიარებ შეხედულებას იმის შესახებ, რომ და სხვა);
- ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ სიტყვებსა და გამოთქმებს;
- ამოიცნობს სათანადო ლექსიკას;
- ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, ბრძანება და სხვა).