ქ.მ.IX.2.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე (ტელე-რადიოს საინფორმაციო/შემეცნებითი გადაცემა, ინტერვიუ და სხვა) სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტის გაგება.

ინდიკატორები

  • იგებს გადაცემის ძირითად აზრს/შინაარსს;
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
  • ავტორის თვალსაზრისს მიჯნავს რესპონდენტის/მონაწილის თვალსაზრისისაგან;
  • ფაქტს მიჯნავს თვალსაზრისისაგან/შეფასებისაგან;
  • ამოიცნობს მონაწილეთა შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე. 

რესურსები