ქ.მ.IX.19.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
ინდიკატორები
- მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს;
- გამოსავალს პოულობს მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციებში (მაგ., სხვის მიერ მისი ადგილის დაკავება მგზავრობისას/კინოთეატრში, რჩევების მიცემა კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და სხვა);
- აკეთებს არჩევანს და გამოკვეთს მის დადებით მხარეებს (მაგ., რატომ უნდა დაეთანხმონ მის გადაწყვეტილებას, რატომ უნდა წაიკითხონ მაინცადამაინც ესა თუ ის წიგნი და სხვა).