ქ.მ.IV.5.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
  • ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ  ელემენტებზე (კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია, ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • უყურებს ქართულ საბავშვო ტელეგადაცემებს;
  • ათვალიერებს ქართულ საბავშვო ჟურნალებს, წიგნებს, ცდილობს ინფორმაციების ამოცნობას.

რესურსები