ქ.მ.IV.3.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის (ადაპტირებული ზღაპარი, მოთხრობა, ამბავი)მოსმენა და გაგება.  

ინდიკატორები

  • ასახელებს პერსონაჟებს;
  • ამოიცნობს მათ შეგრძნებებს, ემოციურ დამოკიდებულებებს;
  • ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს (ვინ რას აკეთებს) და მათ სიხშირეს;
  • ამოიცნობს მოსაუბრეს (ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნათქვამი);
  • ამოიცნობს ამბის განვითარებას (როგორ დაიწყო, რა მოხდა, როგორ  დამთავრდა);
  • განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს (მაგ., დილით, საღამოს, ზაფხულში, ტყეში, ზღვაზე...);
  • ამოიცნობს პერსონაჟის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
  • ტექსტის დამუშავების შემდეგ მასწავლებლის თხრობის კვალდაკვალ ახორციელებს ამბის ინსცენირებას;
  • ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს.

რესურსები