ქ.მ.IV.21.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., თანაკლასელების ნახატების/ნაკეთობების გამოფენის მოწყობა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ინდიკატორები

  • გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს და ადგენს შესრულების ვადებს;
  • ასრულებს მასწავლებლის მიერ მინიჭებულ ფუნქციას;
  • მასწავლებლის, ოჯახის წევრის, უფროსი მეგობრის და ა.შ. დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს მასალის შესაქმნელად;
  • მოძიებული მასალის შერჩევისა და დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე გუნდის წევრებთან ერთად, საჭიროებისამებრ, მიმართავს მასწავლებელს კონსულტაციისათვის;
  • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

რესურსები