ქ.მ.IV.19.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გრამატიკული ფორმის ამოცნობა და გამოყენება.

ინდიკატორები

  • განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
  • მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (გაცივდა იმიტომ, რომ უქუდოდ გავიდა; ტირის იმიტომ, რომ კბილი სტკივა  და სხვა);
  • შედარების გამოსახატავად იყენებს ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებს;
  • იმეორებს კონკრეტულ სიტყვათშეხამებას (მაგ., მსაზღვრელ-საზღვრულს სათანადო ბრუნვასა და რიცხვში: ჩემს ძმას, ლამაზ კაბას, ორ ბავშვს, ჩემი ძმის, ორ აპრილს და სხვა);
  • იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს სათანადო ფუნქციის გამოხატვისას;
  • იყენებს ნასწავლი ზმნების საწყის ფორმებს;
  • იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო), წარსული (წყვეტილი) და მომავალი (მყოფადი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • სწორად აფორმებს III სუბიექტური პირის ნაცვალსახელს მხოლობით რიცხვში სხვადასხვა ტიპის ზმნასთან (ის თამაშობს, ერთობა; მას მოსწონს, აინტერესებს...);
  • ამოიცნობს და იყენებს მოქმედების ქრონოლიგიური თანამიმდევრობისა და ინტენსივობის გამომხატველ სიტყვებს (მაგ., წინ, ჯერ, შემდეგ; ყოველთვის, ხშირად, იშვიათად, არასდროს).

რესურსები