ქ.მ.IV.14.
IV კლასი
მოსწავლე ცდილობს გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
ინდიკატორები
- წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- წერილის ადრესატის გათვალისწინებით იცავს სათანადო ეტიკეტს (მიმართვა-მისალმების, მოკითხვის, დამშვიდობების ფორმულები; ზმნების თავაზიანი ფორმები);
- პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებები, შედარებები);
- სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.