ქ.მ.IV.13.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის წერა.

ინდიკატორები

  • ავსებს ანკეტას პირადი მონაცემებით (მაგ., სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საქმიანობა და სხვა);
  • ადგენს რეცეპტს, წერს განცხადებას;
  • მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს / პირად წერილს;
  • ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
  • წერს თავისი დღის განრიგს;
  • წერისას იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს (მაგ., იცავს კორესპონდეციის ფორმალურ მხარეს; შემეცნებით ტექსტში _ სათაური, რუბრიკები, აბზაცები; ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად და სხვა);
  • სათქმელს ალაგებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით;
  • სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი).

რესურსები