ქ.მ.III.18.

III კლასი

მოსწავლე  ამოიცნობს და იყენებს ზოგიერთ  გრამატიკულ ფორმას.

ინდიკატორები

  • განარჩევს და იყენებს I, II და III პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობით რიცხვში;
  • განარჩევს და იყენებს ჩვენებით ნაცვალსახელებს (ეს/ის);
  • იყენებს ნათესაობით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (კუთვნილებითობის, დანიშნულების გამოსახატავად _ ძმის ბურთი, სკოლის ჩანთა, ქართულის გაკვეთილი...);
  • იყენებს მოქმედებით ბრუნვას სხვადასხვა ფუნქციით (დროში ორიენტაციის გამოსახატავად _ დილით, ღამით... ინსტრუმენტალისის ფუნქციით _ მიდის ფეხით/ავტობუსით, თამაშობს ბურთით, წერს კალმით და სხვა);
  • იყენებს მოთხრობით ბრუნვას ნასწავლ ზმნებთან ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • იყენებს ნასწავლი ზმნების ახლანდელი (აწმყო) და წარსული (წყვეტილი) დროის ფორმებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • განარჩევს და იყენებს დროისა და ადგილის ზმნიზედებს;
  • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას იყენებს სათანადო ენობრივ საშუალებებს (მაგ., ...-ზე დიდი, უფრო დიდი, ყველაზე დიდი; ულვაშიანი...);
  • მარტივი მიზეზის გამოსახატავად იყენებს იმიტომ, რომ კავშირს (მომწონს იმიტომ, რომ ლამაზია);
  • სწორად სვამს კითხვებს (ვის აქვს/უყვარს/მოსწონს...? ვინ აკეთებს/გააკეთა? რას აკეთებს/რა გააკეთა?).

რესურსები