ქ.მ.III.14.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ინდიკატორები

  • სვამს/პასუხობს კითხვებზე, ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (მაგ., სად არის წიგნი? ჩანთაშია, მაგიდაზეა და სხვა);
  • პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ნათესავები, სპორტი, გართობა, ინტერესები _ ვინ არის და სადაურია, სად არის, ვინ რას აკეთებს/რა გააკეთა, ვის რა მოსწონს/აინტერესებს/უნდა და სხვა);
  • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (მაგ., რა აქვს, ვინ რა აჩუქა, რა ფერის, რამდენი, როგორი, როდის წავიდა, სად წავიდა, ვის რა მისცა და სხვა).

რესურსები