ქ.მ.III.11.

III კლასი

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კითხვის სტრატეგიები.

ინდიკატორები

  • ფურცელზე განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - სავარჯიშოს პირობას, ლოგოს, ილუსტრაციას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს, ქვესათაურს;
  • გამოყოფს ტექსტის, აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
  • განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მსხვილი, გადახრილი შრიფტი, ხაზგასმა და სხვა);
  • პოულობს სასვენ ნიშნებს (ტირე, წერტილი, კითხვის ნიშანი);
  • ამოიცნობს სიტყვებს ნაცნობ ასოებზე, მარცვლებზე დაყრდნობით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს მშობლიურ ენაზე ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • შინაარსის გასაგებად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს);
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა.

რესურსები