ქ.მ.II.9.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.

ინდიკატორები

  • რეაგირებს კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე;
  • პასუხობს კითხვებზე ან გამოხატავს თხოვნას კონკრეტულ საკლასო სიტუაციასთან დაკავშირებით (ფანქარი მინდა, მომეცი, არა მაქვს და სხვა);
  • მოკლედ პასუხობს/სვამს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით  (მაგ., ვინ სად არის, სად რა დევს, ვის რა აცვია/ახურავს/უკეთია, ვის როდის აქვს დაბადების დღე, ვინ როდის/რომელ საათზე რას აკეთებს, რას აკეთებენ ცხოველები და სხვა);
  • კითხულობს და ასახელებს მარტივ მიზეზს (რატომ...? იმიტომ, რომ...);
  • მარტივად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, შეფასებას ნივთის, ამინდის, საჭმლის მიმართ (მომწონს/ არ მომწონს);
  • პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე (სად წავიდა, ვინ შეხვდა და სხვა);

რესურსები