ქ.მ.II.22.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გრამატიკული ფორმის დამახსოვრება.

ინდიკატორები

  • იყენებს ნასწავლი სახელების შეკუმშულ და შეკვეცილ ფორმებს კუთვნილებითობის გამოხატვისას (მასწავლებლის მაგიდა, ძმის ჩანთა);
  • პასუხისას სწორად სვამს სახელს ბრუნვაში კითხვებზე დაყრდნობით (ვინ თამაშობს? - ბიჭი; ვის აქვს? - ბიჭს;  რა აქვს? - ბურთი; რას თამაშობს? - ბურთს);
  • იყენებს არა/არ ნაწილაკებს (გინდა? - არა; არ მინდა; გიყვარს? – არა; არ მიყვარს).

რესურსები